ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდი
საკრებულოს წევრებმა მაჟორიტართან ერთად ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციასა და სამოქმედო გეგმაზე. იმსჯელეს ყველა იმ პრობლემურ თუ აქტუალურ თემაზე, რის საჭიროებასაც საკრებულოს წევრები აწყდებიან ადგილზე, კერძოდ: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემა, საძოვრები, სახელმწიფო გრანტები, მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა და სხვ.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას მოდერატორობით, დღეს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებულ ცვლილებებზე, სასტუმრო ,,ლეთოში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აუდიტორიას ,,შრომის უსაფრთოების შესახებ“ ორგანული კანონით დაწესებულ სიახლეებზე ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მიაწოდეს.  შენახვა 
აგვისტოს ომიდან დღეს 11 წელი გავიდა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ პარკში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გახსნეს. მემორიალის გახსნას 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებამ 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
მერაბ ქვარაია: გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს წესრიგსა და საზოგადოებრივ ინტერესებს
"გიორგი გახარია წარმატებით აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და პოლიცია ყოველდღიური საქმიანობით მაღალ დონეზე იცავს წესრიგს“, - აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია. მისი თქმით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული სტატისტიკა შთამბეჭდავია.

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019