სიახლეები
"მოსახლეობას აიტერესებს არა ოპოზიციის ცარიელი სავარძლები ამ დარბაზში და დესრუქცია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ყველა განშტოება მუდმივად გვთავაზობს, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, როგორი იქნება სიმშვიდის, ყოფითი ცხოვრებისა და განვითარების გარანტიები. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას, რომელსაც დღეს დავამტკიცებთ, აქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა ყველა მიმართულებით. გამოწვევები რეალურია და ამ გამოწვევებს კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყვეს", - აცხადებს ქვარაია.
08 სექტემბერი, 2019
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კაბინეტს მხარდაჭერა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა. გახარიას ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. სამთავრობო ცვლილებებზე პირველი კომენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ:
08 სექტემბერი, 2019
„ოპოზიციას რომ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა არ მოეწონებოდა, ეს გასაკვირი არაა“, – აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია. მისივე თქმით, ფაქტია, რომ გახარიას საქმიანობა ყველა ეტაპზე ქმედითი და წარმატებული იყო.
03 სექტემბერი, 2019
მოკვლევის შედეგად დაიწერება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება პრობლემების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ. შეხვედრას, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით ჩატარდა სასტუმრო “გარდენ პალასში”, უძღვებოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი. შეხვედრის შემდეგ მერაბ ქვარაია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან, დავით მათიკაშვილთან და რატი იონათამიშვილთან ერთად „გიგის სახელოსნოს“ სტუმრობდნენ და აუტისტური სპექტრის მქონე 14 წლის გიგი სიჭინავას ნახატები დაათვალიერეს.
21 აგვისტო, 2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში მართავენ. შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებეს. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
15 აგვისტო, 2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9607
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.6066
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2855
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5215
Down 0.0000
განახლების დრო 15-09-2019