Merab Kvaraia


მერაბ ქვარაია

ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი



საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი (18-11-2016-დან);
საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
საარჩევნო ფორმა: №65 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

კომიტეტები:
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

ფრაქცია:
- ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (18-11-2016-დან).


საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი:

ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელარუსის რესპუბლიკის, ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ეთიოპიის რესპუბლიკის, ეკვადორის, ელ-სალვადორის, ესპანეთის სამეფოს, იაპონიის, ირლანდიის, საბერძნეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, იტალიის, უკრაინის, ლიტვის, მალაიზიის ფედერაციის, პარაგვაის რესპუბლიკის, პერუს რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის, პოლონეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, პორტუგალიის რესპუბლიკის, ჩილეს რესპუბლიკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფების წევრი.

ბიოგრაფია:

  • მერაბ ქვარაია დაიბადა 1972 წლის 13 ივლისს ქალაქ ზუგდიდში.
  • 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის №2 საშუალო სკოლა.
  • 1989-1994 წლებში სწავლობდა და ასევე წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
  • სპეციალობით არის ეკონომისტი - მაკროეკონომისტი და იურისტი - სამართლისმცოდნე. ასევე დამთავრებული აქვს ასპირანტურა. არის დოქტორანტი.
  • 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის და შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
  • 1998, 2002 და 2014 წლებში არჩეული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკრებულოს წევრად.
  • 1998-2002 წლებში იყო საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, 2002-2005 წლებში - იურიდიული კომისიის თავმჯდომარე.
  • 2003 წელს იყო არშემდგარი პარლამენტის წევრი;
  • 2005-2012 წლებში იყო დაპატიმრებული და იხდიდა სასჯელს საქართველოს სხვადასხვა ციხე-საპატიმროში. ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად და შეყვანილია უკანონო პატიმართა სიაში.
  • 2012 წელს იყო კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი.
  • 2013 წელს მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პოლიტპატიმრების საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისიის საქმიანობაში;
  • 2013-2014 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, 2014 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე იყო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
  • ჰყავს მეუღლე და შვილი.

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6682
Down 0.0000
RUB
100
RUB
3.9852
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.0324
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4992
Down 0.0000
განახლების დრო 10-12-2018