სიახლეები

პოეტ ლია ნაროუშვილის ინიციატივით, ზუგდიდში, ,,წერილების ფესტივალი“ გაიმართა.სოფელ დავითიანის ემიგრანტთა ბაღ "ფესვებში" ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად  ესწრებოდა.

15 აგვ 2020
ვრცლად

პარლამენტის წევრი, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას ზუგდიდში მაჟორიტარად წარდგენას ეხმაურება.ქვარაიას თქმით, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი „ევროპულ საქართველოს“ ქვეყნის ყველა რეგიონში დაამარცხებს:

03 აგვ 2020
ვრცლად
ვიდეოკონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა  სამუშაო შეხვედრა დევნილთა საკითხებთან და მათ საჭიროებებთან დაკავშირებით. აგრეთვე, მომდევნო თვისთვის მერაბ ქვარაიას პარლამენტში საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში, რომლის მოსახლეობისთვის წარდგენა უკვე ტრადიციად იქცა  #65  სამაჟორიტარო ოლქში.
31 ივლ 2020
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის წევრის, ქალაქ ზუგდიიდს მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაის მოდერატორობით გაიმართა დისტანციურად სამუშაო შეხვედრა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ზუგდიდში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჰქონდათ შესაძლებლობა ემსჯელათ სახელმწიფო პროგრამებსა და შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის შესახებ თამარ გაბუნიასთან (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე) და პარლამენტის წევრ  რატი იონათამიშვილთან, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
  აღნიშნული სამუშაო შეხვედრის NDI-ის მხარდაჭერით გაიმართა
17 ივლ 2020
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: , მერაბ ქვარაიას, ზაზა გაბუნიას გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.
13 ივლ 2020
ვრცლად
დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას ჩემო ახალგაზრდებო !
მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომელსაც ერთად შევქნით, იქნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების, წინსვლისა და იმედისმომცემი გამარჯვებების !
შრომით, სიყვარულითა და მონდობებით წინ ვერაფერი დაგიდგებათ !
06 ივლ 2020
ვრცლად
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ „ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს პარტიების დაფინანსების ახალ მოდელზე, ეპიდოლოგებთან კონსულტაციებზე არჩევნებთან დაკავშირებით, ელექტრონული გზით არჩევნების ჩატარების საპილოტე პროგრამის საჭიროებაზე კითხვებით მიმართა
01 ივლ 2020
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ პრემიერმინისტრისადმი მიმართვისას ყურადღება ადამიანების დასაქმებასა დაა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებიც რეგიონებში დასაქმების სააგენტოების შექმნით გადაიდგა.
26 ივნ 2020
ვრცლად
მორიგი უცნაურობა, რომელიც შემოგვთავაზა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ხმა არ მისცეს კონსტიტუციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად აქციეს და ფაქტობრივად, გაოგნებული დატოვეს როგორც ქვეყნის შიგნით არა მარტო ჩვენი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც, გაოგნებული დატოვეს ასევე, საერთაშორისო პარტნიორები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველს უსმენენ.
25 ივნ 2020
ვრცლად


„მე ვფიქრობ, აი, ძალიან გულწრფელად ვვარაუდობ, რომ ნამდვილად დამთავრდება პირველ ტურში მაჟორიტარული არჩევნები ძალიან ბევრ ოლქში და დამთავრდება ოპოზიციის გამანადგურებელი დამარცხებით. ამას ყველაფერს თავის საფუძვლები აქვს“
23 ივნ 2020
ვრცლად
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივაა, ვლაქერნობის დღესასწაული დასვენების დღედ გამოცხადდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ მერაბ ქვარაიამ შრომის კოდექსის რეფორმის განხილვაზე ისაუბრა პარლამენტში. მისი განმარტებით, კანონპროექტში ჩნდება ელემენტი, რომლის თანახმადაც, მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის დონეზე გამოცხადდეს ცალკეული თარიღები დასვენების დღედ. მერაბ ქვარაიამ ისაუბრა ვლაქერონობაზე და აღნიშნა, რომ ის საერთო სახალხო დღესასწაულია, მსგავსი დღესასწაულები კი სხვა მუნიციპალიტეტებსაც აქვთ.
19 ივნ 2020
ვრცლად
თვითმმართველობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის შესახებ
19 ივნ 2020
ვრცლად
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი შენგელიასთან ერთად დაათვალიერა ბარამიას ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
15 ივნ 2020
ვრცლად
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გამოიტანა პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მეორე მოსმენით განსახილველად. პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, ზაზა გაბუნიას, გოგა გულორდავასა და რატი იონათამიშვილის, საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, ჩანაწერები „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ და „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“ იცვლება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“ და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“.
10 ივნ 2020
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ თემაზე: „აწარმოე საქართველოში პროგრამები შენთვის” მორიგი ,,ფეისბუქლაივი” გამართა. პარლამენტის წევრმა ამჯერად საზოგადოების კითხვებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსთან, ლაშა ბოსტაშვილთან ერთად უპასუხა.
08 ივნ 2020
ვრცლად
„გიგა ბოკერიას თეორიით, საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ”, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს. მან წინა ხელისუფლების პერიოდში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის ინტერვიუ გაიხსენა, სადაც ის ამბობს, რომ “სამი ადამიანის დახოცვის ფაქტთან დაკავშირებით, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, მან მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიმართა და უდანაშაულო ადამიანების დაცხრილვის ფაქტის შესახებ მოახსენა.
04 ივნ 2020
ვრცლად
“არის თუ არა განსხვავება სააკაშვილისდროინდელ სასჯელაღსრულების სისტემასა და იმ სისტემას შორის, რომელიც დღეს გვაქვს?”, – აღნიშნული კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ სახალხო დამცველს მიმართა. მისი განცხადებით, რეალობაა ის, რომ დღეს არავინ ამბობს, რომ მას ციხეში აწამებენ, რომ მას ღამის სამ საათზე გაიყვანენ და ხელის მოგრეხვით გადააფორმებინებენ ქონებას, რომ ზეწოლას ახორციელებენ მათი ოჯახის წევრებზე და აპატიმრებენ მათაც, არ ახებენ ვადამდე გათავისუფლებისა და შეწყალების მექანიზმს იმიტომ, რომ ის პოლიტიკურად მიუღებელია.
04 ივნ 2020
ვრცლად
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი – მერაბ ქვარაია აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილესთან – დავით სუხიშვილთან ერთად, ცისარტყელაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ადგილზე დასაქმებულ პირებს შეხვდა.
02 ივნ 2020
ვრცლად
„პანდემიასთან ბრძოლაში გამოვლენილმა მზრუნველობამ, საბოლოოდ მოშალა და გამოიყვანა წონასწორობიდან ნაციონალური მოძრაობა და მისი ტელევიზია, ახალი ძალით ამუშავდა ტყუილისა და ბოროტების მანქანა“, – ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 30 მაისს “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს.
31 მაი 2020
ვრცლად
„ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და დაუსვამს წერტილს ამ სიბნელეს ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს. „სრული მარაზმი გვარამია-სააკაშვილის ტელევიზიისგან, სიცრუე და ყოველგვარ ზღვარსგადასული, ცილისმწამებლური ტყუილი მორიგი, რა თქმა უნდა.
31 მაი 2020
ვრცლად
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას მოხსენებით წარდგენილი კანონის პროექტში ცვლილება
29 მაი 2020
ვრცლად
როდესაც ხედავ, რომ ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციოს, როდესაც ისინი პოლიტპატიმრებზე საუბრობენ - გიჩნდება სურვილი მათ წარსული გაახსენო. როდესაც ოპოზიცია ვერ ხედავს ხელისუფლების მიერ გაწეულ შრომას, ბიზნესის და მოქალაქეების დახმარებისთვის ბუნებრივია, მათ ახსენებ, რომ თავად თითიც არ გაუნძრევიათ ეკონომიკური კრიზისის დროს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმინეს.
27 მაი 2020
ვრცლად

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.3164
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.3692
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.9545
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4235
Down 0.0000
განახლების დრო 30-11-2020