საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელს პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკი და სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი აწერენ.

სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება საერთო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე დიალოგს, ურთიერთმხარდაჭერას, რეგულარულ და აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, გაცვლით პროგრამებს და საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ მოქმედებას ითვალისწინებს.

“პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარია. სწორედ ამის გამოხატულებაა ჩვენს პარლამენტსა და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული თანამშროობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, დამეგობრობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ადის“ -განაცხადა მერაბ ქვარაია, რომელიც დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პოლონეთში.

სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.
18.12.2017

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019