მერაბ ქვარაიამ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ვრცლად ისაუბრა საპარლამენტო საქმიანობაზე. ასევე, შეაფასა ის ინიციატივები და რეფორმები, რომელთა მიღების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. შეხვედრაზე მერაბ ქვარაიამ ზუგდიდელებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებას დაურიგდა საინფორმაციო მასალა მაჟორიტარისა და მისი ბიუროს საქმიანობის შესახებ. ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.
06.02.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9232
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.4227
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2395
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5265
Down 0.0000
განახლების დრო 18-08-2019