#65 ოლქის ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის
მერაბ ქვარაიას ბიუროში
მერაბ ქვარაიას ბიურო აცხადებს კონკურსს ქალაქ ზუგდიდში სტაჟირების გასავლელად 2018 წლის აპრილიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით. სტაჟირება სრულ განაკვეთიანია (სამუშაო საათები 10:00– 18:00 საათი). ბიურო სტაჟიორს უზრუნველყოფს 200 ლარის ოდენობის ანაზღაურებით. სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ბიუროში და მიიღოს სამუშაო გამოცდილება.
წარმატებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
– ბაკალავრის დიპლომი (ან ბოლო კურსის სტუდენტი) შემდეგ დარგში:
· პოლიტიკური მეცნიერებები
· სამართალი
· საჯარო მმართველობა
· ეკონომიკა
· ფინანსები
· საზოგადოებასთან ურთიერთობები
– პოლიტიკური პროცესების კარგი ცოდნა
– ძლიერი ანალიტიკური უნარები
– ინგლისური ენის ცოდნა
– გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
– ორგანიზატორული უნარ–ჩვევები
– წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
– კომპიუტერის კარგი ცოდნა (Microsoft Office Programs, Excel, Internet).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 20 მარტამდე CV და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@merabkvaraia.ge
გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.