მერაბ ქვარაია დაესწრო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას საჯარო ლექციას

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად დაესწრო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას საჯარო ლექციას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
ლექციის მიზანი იყო: ✅ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება ✅ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება ✅სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებში ✅კომიტეტის მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან გამოითქვა არა-ერთი ინიციატივა, წინადადება და მოსაზრება როგორც კომიტეტის საქმიანობასთან, ასევე მუნიციპალიტეტში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემურ საკითხებთან მიმართებით.
კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა ჩაერთოს და ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან და იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად ზრუნავენ და ახორციელებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს.
20.03.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019