შერიგებას და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

“რამდენჯერაც იქნება საჭირო იმდენჯერ უფრო ძლიერად მივაწვდენთ ხმას ხელოვნური გამყოფი ხაზის მიღმა მყოფ აფხაზ ხალხს, რომ ჩვენს შერიგებას და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს სისუსტე კი არა, ჩვენი სიძლიერეა. ამიტომაც იწოდება საქართველო უძველესი ქრისტიანობის და რუსთაველის ერად. ჩვენ მებრძოლი ერი ვართ და დღეს ვიბრძვით ჩატეხილი ხიდების, გაცივებული ურთიერთობის, მშვიდობის განსამტკიცებლად და აღსადგენად” – განაცხადა ზუგდიდში გამართულ სააღდგომო ფესტივალზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევითა და სასულიერო გიმნაზიის ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალი შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავს მიეძღვნა. აღნიშნულ ღონისძიებაში სასულიერო გიმნაზიისა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი - მეუფე გერასიმე, მერიის განათლების,ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი,პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი რამინ საჯაია, წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზიის დირექტორი მანანა ნაჭყებია ესწრებოდნენ.
11.04.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9466
Down 0.0107
RUB
100
RUB
4.6218
Down 0.0115
EUR
1
EUR
3.2690
Down 0.0106
TRY
1
TRY
0.5113
Down 0.0016
განახლების დრო 07-12-2019