საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაიასთან ერთად ამომრჩეველს კარდაკარის პინციპით შეხვდა



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“-დან თენგიზ ალმასია ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ამომრჩეველს კარდაკარის პინციპით შეხვდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატი მერაბ ქვარაიასთან ერთად მოსახლეობას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდნენ.
არჩილ თალაკვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გახსნილი სასათბურე მეურნეობაც დაათვალიერა. „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნები არის ძალიან მნიშვნელოვანი სოფლისთვის, მით უმეტეს, როცა სოფელი ცაიში არის, ძალიან აქტიური მეურნეობის თვალსაზრისით, ასევე აქვს ტურისტული პოტენციალი. ძალიან შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, ჩვენ შევხვდით არაერთ ოჯახს და ვესაუბრეთ იმ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომელიც ოჯახებს აქვთ. აქ ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული, სახელმწიფოს მხარდაჭერით, კერძო სექტორიც აქტიურია და მივესალმები, რომ შინა მეურნეობებს აქვთ ასეთი დინამიური ეკონომიკა. რა თქმა უნდა პოლიტიკა, მით უმეტეს ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უნდა იყოს ჩართული, იმ პროცესში, რომელსაც მოაქვს მეტი შემოსავალი, მეტი დოვლათი ოჯახებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდიატი, მოახერხებს ცაიშის საჭიროებები მიიტანოს თვითმმართველობის დღის წესრიგში და პირიქითაც, სიახლეები რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება მოიტანოს ხალხთან“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
12.05.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9232
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.4227
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2395
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5265
Down 0.0000
განახლების დრო 18-08-2019