ზუგდიდში "ევროპის დღე 2018" აღინიშნა

ზუგდიდში "ევროპის დღე 2018" აღინიშნა. სკეიტპარკი ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა, სადაც თითოეულ სტუმარს, მთელი დღის განმავლობაში შეეძლო სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მონაწილეობა.
ღონისძიების სტუმრები ევროკავშირის ისტორიას გაეცნონ. ასევე, მათ მიეწოდათ ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და, ზოგადად, ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.
ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და 60 წელია ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია.
ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
19.05.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9466
Down 0.0107
RUB
100
RUB
4.6218
Down 0.0115
EUR
1
EUR
3.2690
Down 0.0106
TRY
1
TRY
0.5113
Down 0.0016
განახლების დრო 07-12-2019