ასოციაცია ,,დეამ“ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ასოციაცია ,,დეამ“ პროექტის კამპანია ,,სამართლიანი და ღირსეული ცხოვრებისთვის“ ფარგლებში ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შესრულებული პროექტის ფინალური პრეზენტაცია და საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლაღიძისა და სააფთიაქო სამმართველოს დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა გათვითცნობიერება უფლებებსა და უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე, მათი სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.
პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის(CISU) მხარდაჭერით გაიმართა.
21.05.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9466
Down 0.0107
RUB
100
RUB
4.6218
Down 0.0115
EUR
1
EUR
3.2690
Down 0.0106
TRY
1
TRY
0.5113
Down 0.0016
განახლების დრო 07-12-2019