მერაბ ქვარაია ავსტრიის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლაუს შერაკს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი მხეიძე, მერაბ ქვარაია და სერგო რატიანი ავსტრიის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლაუს შერაკს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ საკანონმდებლო ბაზას და ზოგად მდგომარეობას. ქართველმა კოლეგებმა სტუმარს გააცნეს, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ავსტრიელ კოლეგას მიაწოდეს ინფორმაცია ახალი კონსტიტუციის შესახებ, ასევე, იუსტიციის სფეროში განხორციელებულ მთელ რიგ რეფორმებზე ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით. სტუმარი დაინტერესდა საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმის დეტალებით და ხელისუფლების პოზიციით ამ მიმართულებით, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ქართველი კოლეგებისგან.
შეხვედრას ესწრებოდა ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო.
28.05.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019