მერაბ ქვარაიას შეკითხვა და პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის პასუხი

მერაბ ქვარაიას შეკითხვა და პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის პასუხი საქართველოს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვისა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების დროს.





მერაბ ქვარაია:

  • ცვლილებები ერთადერთი სწორი გზაა დღეს ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. თანამედრომე მსოფლიოს დინამიურობის, საზოგადოების მოთხოვნებისა და ზოგადი ტენდენციების გათვალისწინებით მისასალმებელია პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მზაობა და სურვილი ყოვლისმომცველი მმართველობითი თუ სისტემური ცვლილებების მიმართულებით. მთავარია თითოეული გადაწყვეტილება იყოს კარგად გააზრებული, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების, ექსპერტული ანალიზისა და შეფასების შედეგი.
  • პრემიერობის კანდიდატის პროგრამაში პრიორიტეტულად გამოჩნდა შრომისა და დასაქმების თემატიკა. ქვეყანაში,სადაც დასაქმება დღემდე რჩება ნომერ პირველ პრობლემად, აუცილებელია შრომისა და დასაქმების ეფექტური პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი სისტემური უზრუნველყოფა თანამედროვე დამხმარე სერვისებით. როგორც ჩანს მამუკა ბახტაძე ზუსტად აფასებს ამ გამოწვევას და ხედავს მისი გადაჭრის გზებს.
  • ფინანსური ამნისტია, რომელიც პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დაანონსა, 36 000 ზე მეტ ადამიანს შეეხება. აუცილებელია ეს ფინანსური და ფსიქოლოგიური წნეხი მოვაშოროთ ამ ადამიანებს, რათა მათ შეძლონ ბიზნეს თუ სხვა სექტორებში სრულფასოვანი ინტეგრაცია. მით უფრო, ეს დავალიანებები დიდწილად წინა ხელისუფლების კაბალური და უსამართლო საგადასახადო პოლიტიკისა და მიდგომების შედეგია. სასურველია ეს შეღავათები რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეხოს.
20.06.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9232
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.4227
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2395
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5265
Down 0.0000
განახლების დრო 18-08-2019