პროექტი "მხიარული ნოტები" გრძელდება!

პროექტი "მხიარული ნოტები" გრძელდება! ღონისძიებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ათმა საბავშვო ბაღმა (ოირემეს, ჭაქვინჯის №1, ზედაეწერის, ზუგდიდის №6, ზუგდიდის №13, დიდინეძის, რიყის, ურთის, ნარაზენის №2 და ოდიშის "ოდიში") მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის დირექტორი ხათუნა თოლორაია და ამავე ცენტრის თანამშრომლები, აღსაზრდელთა მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდა.
მერაბ ქვარაიამ და ხათუნა თოლორაიამ ღონისძიების დასასრულს წარმატებები უსურვეს ბავშვებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული საბავშვო ბაღები, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ დაწესებული სიგელებით დააჯილდოვეს.
22.06.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019