მერაბ ქვარაიას მოდერირებით, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა განიხილეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ სახელმწიფო დაადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმის დღევანდელ სესიაზე 3 თემაზე იმსჯელეს.

პირველ პანელზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია უწევდა მოდერირებას, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა განიხილეს.
„სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმამ ძალიან საინტერესო გზა გაიარა საქართველოში. 2007 წელს იგი ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო და ყურადღება სამ ასპექტზე იყო გამახვილებული. ესენი იყო: რეფორმის საკანონმდებლო მხარდაჭერა, შიდა აუდიტის სისტემების მოწყობა და ჰარმონიზაციის ცენტრის ჩამოყალიბება და სრულყოფა, რომელსაც კოორდინაცია უნდა გაეწია ამ სისტემისთვის“ - მერაბ ქვარაია.

მერაბ ქვარაიას თქმით, სამივე მიმართულებით რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, 2017 წელს შეიქმნა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც რეფორმის შემდგომ ეტაპს განსაზღვრავს.

მეორე პანელზე ფორუმში მონაწილეებმა თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემის (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის) შესახებ იმსჯელეს. განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა სკოლებში პრობლემების მოგვარების მისეული ხედვა გააცნო აუდიტორიას. მისი განცხადებით, 2085 საჯარო სკოლიდან უმრავლესობაში ინფრასტრუქტურული კომპონენტიმნიშვნელოვნად მოიკოჭლებს. „დაანონსებული ზრდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ბიუჯეტური დაფინანსებისა 6-7%- მდე მ.შ.პ.-დან აღნიშნული პრობლემის მოგვარების იმედს იძლევა. ეს იმედი კიდევ უფრო გაღვივდება, თუ დეცენტრალიზაციის I ტალღა სწორად იქნება დარეგულირებული და მაღალი გამჭვირვალობით შეძლებისდაგვარად სწრაფად წარიმართება“,- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

დღესვე, ფორუმის ფარგლებში, იმსჯელეს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ მუნიციპალიტეტებში. ფორუმში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენთვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე.

ფორუმის მხარდამჭერები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაWorld Vision. ღონისძიება იმართება შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.
09.07.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9466
Down 0.0107
RUB
100
RUB
4.6218
Down 0.0115
EUR
1
EUR
3.2690
Down 0.0106
TRY
1
TRY
0.5113
Down 0.0016
განახლების დრო 07-12-2019