საკონსულტაციო შეხვედრა ზუგდიდში!

რეგიონალური კამპანიის ფარგლებში, იდეების კონკურსით დაინტერესებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობისა და დასაქმების ზრდისთვის სამეგრელოს რეგიონში“.
შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საკრებულოს წევრები, სტუდენტები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. მისასალმებელ სიტყვაში ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის მზადაა აქტიურად ჩაერთოს ახალგაზრდების დასაქმების პროგრამაში.

„დასაქმება- ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი საკითხი. ჩვენ თვითმმართველობის და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სამოქმედო გეგმაში შევიტანეთ და მოვისმინეთ, 2 კვირის უკან, მოხსენება დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით პროგრამის ხელმძღვანელების მხრიდან, რომელიც ხორციელდება შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში. მოგეხსენებათ, ეს ძალიან საინტერესო პროგრამაა, რომელსაც მეტი მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან და მისი განხორციელება აქტიურად უნდა დაიწყოს რეგიონებში“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

დღესვე, საინფორმაციო შეხვედრაზე ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა“ საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გამართა. ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა World Vision საქართველოს მიერ ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის „ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების პარტნიორია ზუგდიდის მერია. ცნობისთვის: ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონკურსში მონაწილეობის მიღება, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან - 1 აგვისტომდე შეეძლებათ. დაინტერესებულმა პირებმა დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://fondi.gov.ge/menuid/1/lang/1

13.07.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019