ვლაქერნობა ზუგდიდში!

ზუგდიდი ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო მსვლელობა ქალაქში დილის 9:00 საათიდან დაიწყო. სასულიერო პირებმა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. საზეიმო ლიტურღია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინეს. ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სოზარ სუბარი, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ზუგდიდის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მართლმადიდებელ სამყაროს ვლაქერნობის დღესასწაული, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მიულოცა და რწმენაში განმტკიცება უსურვა.
„ვლაქერნობა საერთო სახალხო დღესასწაულად საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა და უკვე წლებია ზუგდიდში საზეიმოდ აღინიშნება. ღვთისმშობლის პერანგი უდიდესი სიწმინდეა მთელი ქრისტიანული სამყაროსი, ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი დღესასწაული. დღევანდელ დღეს, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის მოსალოცად, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა კვართთან მიახლოების და მოლოცვის, რაც შესაბამისად ქმნის ამაღლებულ განწყობას. მე მინდა მივულოცო მართლმადიდებელ მრევლს , მორწმუნე საზოგადოებას დღევანდელი დღე. ვუსურვო სიკეთე ძლიერება და ყოველივე საუკეთესო!“ - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ



მერაბ ქვარაიას ბიუროს მხარდაჭერით გადაღებული ვიდეოკოლაჟი "ვლაქერნობა 2018".

15.07.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019