მაკა სამუშია – ყოველ ახალ გამოწვევას ჩემში უდიდესი სტიმული მოაქვს

ჟურნალისტი მაკა სამუშია #65 ოლქის, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს PR-მენეჯერი გახდა.

მაკა სამუშია პროფესიით ჟურნალისტია და მან თექნიკური უნივერსიტეტი ჰუმანიტარული განხრით დაამთავრა. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო ტელე-რადიო კომპანია “ოდიშიდან”, მაკა სამუშია რადიო „ოდიში +“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ასევე ტელევიზიის ჟურნალისტი გახლდათ. მაკა სამუშია ასევე იყო რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციისა და ადგილობრივი ტელევიზიის ერთობლივი პროექტის, “მრავალკუთხედის" კორესპონდენტი.

„ბოლო 4 წელი ვიმუშავე ძალიან სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში, ეს იყო ჯიჯი გიმნაზია, სადაც გახლდით, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ჯიჯი ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც მიწევდა ამხნის მანძილზე მუშაობა!
თუმცა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან მომთხოვნი და პრინციპული ვარ, არ მიყვარს ერთფეროვნება, არასოდეს ვარ კმაყოფილი მიღწეულით, ცდილობ რომ მუდმივად სიახლისკენ მოვუწოდო საკუთარ თავს, რადგან ყოველ ახალ გამოწვევას ჩემში უდიდესი სტიმული მოაქვს, რაც მაძლევს მოტივაციას ჩემში არსებული შესაძლებლობები და პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
ამიტომაც მივიღე მონაწილეობა ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, სადაც იყო ვაკანტური ადგილი, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და რამდენიმე კონკურსანტ შორის შემარჩიეს. მადლობა მაჟორიტარს ნდობისთვის
“, - აცხადებს მაკა სამუშია.
11.07.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019