შეხვედრა ასოციაცია "მერკური"-ში მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგის საკითხზე

მერაბ ქვარაიას ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი ბაღათურია და PR-მენეჯერი მაკა სამუშია ასოციაცია მერკურის პროექტების კოორდინატორს ოლგა კიკავასა და ჯილდა ჟვანიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ზუგდიდში დაგეგმილი მიუსაფარ ცხოველთა მონიტორინგი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია განახორციელებს. მონიტორინგის ინიციატივა ასოციაცია „მერკურს“ ეკუთვნის. ისინი გარკვეული მონაცემების შეკრებას მოხალისეების დახმარებით გეგმავენ.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელები აცხადებენ, მათ საწყის ეტაპზე 15-20 მოხალისე მაინც დასჭირდებათ.

"პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურია, რომელზეც ბევრს საუბრობენ. ჩვენი ინიციატივა ზუგდიდის მერიაში მერაბ ქვარაიას ბიუროს ინიციატივით 2 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. ვიცით რომ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა, მონაცემები, რამდენ ცხოველზე უნდა გავაკეთოთ თავშესაფარი, რა ჯდება ერთი ძაღლი. რომ განვსაზღვროთ, რამდენად დიდია ეს პრობლემა, კონკრეტული ციფრები რომ მიიღოს ადგილობრივმა მთავრობამ, ამიტომ გადავწყვიტეთ მონიტორინგის გაკეთება“ - აღნიშნა ოლგა კიკავამ.

ცნობისთვის: აღნიშნულ საკითხზე სამუშაო შეხვედრის მოწყობას ასოციაცია „მერკური“ 25 ივლისს გეგმავს. შეხვედრაზე საუბარი იქნება მოქნილი და ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაზე.
20.07.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9232
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.4227
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2395
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5265
Down 0.0000
განახლების დრო 18-08-2019