ძაღლების მონიტორინგის მოხალისეობრივ პროექტში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროც ჩაერთო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკური“ მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დღეს, ასოციაციის ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს. შეხვედრას ცხოველთა მოყვარულები და დაინეტერესებული პირები ესწრებოდნენ, სადაც შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, რომლებმაც კონკრეტული ლოკაციები გადაინაწილეს და მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვასა და მონიტორინგზე იმსჯელეს. შეხვედრის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად უფრო მეტი ადამიანური რესურსია საჭირო, რაც გულისხმობს პროექტში მოხალისეების აქტიურ ჩართულობას.
„ ჩვენს ქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, საკმაოდ აქტუალურია. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ვიმუშაოთ ამ საკითხზე და განვახორციელოთ რიცხოვნობის მონიტორინგი. გარდა ამისა, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი მიუსაფარი ძაღლი გვყავს დღეს ქუჩაში“ - აცხადებს ასოციაცია „მერკურის“ იურისტი ჯილდა ჟვანია.
მისივე თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობის ინიციატივა, 2 ივლისს, ზუგდიდის მერიაში, მერაბ ქვარაიას ინიცირებული შეხვედრის შემდეგ გაჩნდა.
ცნობისთვის: მომდევნო სამუშაო შეხვედრას ასოციაცია „მერკური“ 3 აგვისტოს, 13:00 საათზე გეგმავს და თანაქაალქელებს აღნიშნულ პროექტში მოხალისეებად ჩართულობისკენ მოუწოდებს.
25.07.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9232
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.4227
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2395
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5265
Down 0.0000
განახლების დრო 18-08-2019