დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ!“

ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ ჩატარდა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო ბანკის, USAID-ის პროექტის ,,ზრდისა" და World Vision-ის მხარდაჭერით ტარდება.  ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას. დღეს, არაფორმალურ გარემოში, 20-მდე კომპანიამ 100-მდე ვაკანსია წარმოადგინა. ადგილზე მისული ადამიანები დამსაქმებელებს ინდივიდუალურად ესაუბრებოდნენ და თავიანთ რეზიუმეს ტოვებდნენ. ,,ზუგდიდი ჯობსის" ფარგლებში მოეწყო წარმატების კუთხე. ღონისძიება ზუგდიდის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ გახსნა. ფორუმზე ისაუბრეს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო ბანკის წარმომადგენლებმა და წარმატებულმა სტარტაპერმა. საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა დასაქმების პროგრამები, კარიერა, მოტივაცია, სტარტაპი და სხვა.
დასაქმების ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობდა ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებას მუსიკალურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო ბენდი აფორმებდა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ” სექტემბერში გაგრძელდება.


25.07.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019