„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა.

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სამეგრელოს რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები გაუძღვნენ. საჯარო განხილვაზე, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის საჭიროებასა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა: „ ჩვენი ხელისუფლება პრიორიტეტად მიიჩნევს ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერას. ჩვენ უნდა გავუწიოთ პოპულარიზება ჯანსაღი ცხოვრების წესს ახალგაზრდებში. დარწმუნებული ვარ, ამ განხილვების შედეგად ჩვენ შევძლებთ მივიღოთ მაქსიმალურად გამართული, დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც რეალურად იმუშავებს სპორტის მხარდაჭერაზე“- აღნიშნა მერაბ ქვარაიამ





01.08.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019