შეხვედრა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა და უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზიანი დეტალურად განიხილა. მერმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე, შესაბამისი სამსახურებისგან ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ უკვე მუშაობს ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. უხვმა ნალექმა შიდა გზები, სანიაღვრე არხები და ხიდბოგირები დააზიანა, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთებიც. შეხვედრას ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯომარე მამუკა წოწერია , მერის პირველი მოადგილე გია გულორდავა, ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
13.08.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019