შეხვედრა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის წარმომადგენლებთან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) პროექტების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მერი დეტალურად გაეცნო დაქსელვის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს. შეხვევდრაზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მოწვეულ სტუმრებს მიმართა: „ეს პროექტი, რომელსაც თქვენ ახორციელებთ არის საუკუნის პროექტი და მას ზუგდიდი დიდი ხანია ელის. წყლის ქსელი და კანალიზაცია გამწმენდ ნაგებობასთან ერთად უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა იქნება ჩვენი ქალაქისთვის. პროექტის მნიშვნელობა გასაგებია, გასაგებია ისიც, რომ გარკვული დისკომფორტი ამ პროექტის განხორციელებას ბუნებრივად თან ახლავს, მაგრამ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს დისკომფორტი მინიმუმამდე შემცირდეს. დღეს ზუგდიდის ქუჩები არის პრაქტიკულად გაუვალი, რაც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება მზად ვართ დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ თქვენს წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტაში , მაგრამ ვერ დავუშვებთ, რომ გზები თვეობით იყოს გადათხრილი და თან საფრთხეს უქმნიდეს მოსახლეობას. ამიტომაც შევიკრიბეთ დღეს აქ და ჩათვალეთ, რომ მე ვახმოვანებ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე ხელისუფლების პოზიციას“.
ცნობისთვის: ზუგდიდის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის ) სისტემის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 170 მლნ ლარზე მეტი
15.08.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019