სამუშაო შეხვედრა პროფესიული სასწავლებლის აღდგენასთან დაკავშირებით.

საინიციატივო ჯგუფმა „ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის რეაბილიტაციისათვის“, დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რეგიონში პროფესიული კოლეჯის დაფუძნების აუცილებლობასა და საჭიროებებზე იმსჯელეს. შეხვედრის თანაორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიურო იყო. თავის მხრივ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ საკითხს, მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოეხმაურნენ. მისი განმარტებით, ყველა კვლევა და ანალიზი ცხადყოფს ერთ რამეს - მსგავსი, თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის ამოქმედებასა და კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა ნამდვილად არსებობს.
„თუ როგორი იქნება კონფიგურაცია, რა ფორმით იქნება შესაძლებელი მისი ჩამოყალიბება, სად იქნება, როგორი იქნება მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამ ყველაფერზე მსჯელობა და მუშაობაა საჭირო. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში ყოფნისას ხაზი გაუსვა პროფესიული სასწავლებლის არსებობის აუცილებლობას. სწორედ ამ პროცესში ჩვენ ვიღებთ ჩვენს თავზე, ვიყოთ აქტიურები, შევისწავლოთ საკითხი“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ
კოლეჯის ყოფილი დირექტორი, ქალბატონი იზოლდა ხასია თვლის, რომ ადგილზე გადამზადებული კადრები დასაქმების პრობლემას მოაგვარებს და ახალი თაობის პროფესიული უნარ- ჩვევების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, მას იმედი პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ გაუჩინა. მამუკა ბახტაძემ მთავრობის მეთაურად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, ზუგდიდში ყოფნისას, ქალაქში პროფესიული კოლეჯი გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა.
21.08.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9232
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.4227
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2395
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5265
Down 0.0000
განახლების დრო 18-08-2019