„გილოცავთ სკოლის წარჩინებით დამთავრებას. თქვენ იწყებთ ცხოვრების ახალ ეტაპს და ეს მნიშვნელოვანია, როგორც თქვენთვის ასევე ჩვენი რეგიონისთვის, ვინაიდან თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც გამოირჩევა კრეატიული იდეებით, მრავალფეროვნებით. თქვენ ის თაობა ხართ, რომელსაც ახლა სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და მე, როგორც წარჩინებული სკოლადამთავრებული, მედალოსანი, ამჟამად მაჟორიტარი დეპუტატი მუდამ ვიქნები თქვენს გვერდით და გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას და გისურვებთ ცხოვრების ყველა ეტაპზე არაერთგზის ჯილდოს მიღებას“-აღნიშნა მერაბ ქვარაიამ
დაჯილდოების ცერემონიას მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. ცნობისთვის: მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს 86 მედალოსანი ყავს, მათ შორის 60 ოქროსა და 26 ვერცხლის მედალოსანია.