შეხევდრა მიუსაფარ ძაღლა მონიტორინგის შედეგებზე

დღეს, ასოციაცია „მერკური“–ს ინიციატივითა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, ვეტერინარი ემზარ ჭაჭუა და კინოლოგი დავით თოდუა ესწრებოდნენ. 
შეხვედრის მიზანს ასოციაცია „მერკური“–ს მიერ განხორციელებული მიუსაფარ ძაღლთა პოპულაციის დათვლის შედეგების გაცნობა წარმოადგენდა. სამუშაო შეხსვედრაზე ასოციაცია „მერკური-ს“ წარმომადგენლებმა, აუდიტორიას, მათ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გაუზიარეს და მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის გადასაწყვეტის მიზნით სამომავლო სამოქმედო გეგმმები შეიმუშავეს. მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, მიუსაფარი ძაღლების საკითხი ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება და ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ რეგიონში აშენდეს მაღალი დონის, მაღალი სტანდარტების თავშესაფარი, სადაც უმკურნალებენ ძაღლებს და სათანადოდ მოუვლიან:
„მართალია, პროექტი საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება გამართლებული ხარჯი, ვინაიდან ქუჩის ძაღლები წარმოადგენენ საფრთხეს მოსახლეობისთვის. კარგია, რომ ევროკავშირსაც აქვს ეს მითითება და ვფიქრობ, დროა სამეგრელომაც გადაჭრას არსებული პრობლემა. უპირველესყოვლისა საჭიროა პროექტი და თანხა. მე მზად ვარ, ვითანამშრომლო თქვენთან, რათა მოვიძიოთ დონორები. შემიძლია კომიტეტის ფარგლებში დაგაკავშიროთ იაპონიის საელჩოსთანაც იმისთვის, რომ მოხდეს თავშესაფრისთვის საჭირო ფინანსების მოძიება და მისი აშენება, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს პრობლემა“-აღნიშნა დეპუტატმა

➡️ ცნობისთვის: მერაბ ქვარაიას ინიციატივით რამდენიმე თვის წინ ჩატარდა შეხვედრა რეგიონში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის აშენების თაობაზე, რის შემდეგაც ასოციაციამ „მერკური“ მოხალისეობრივი ჯგუფის დახმარებით აწარმოა ძაღლების დათვლა. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა სწორედ ამ დათვლის შედეგები განიხილეს
24.08.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9232
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.4227
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2395
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5265
Down 0.0000
განახლების დრო 18-08-2019