შეხვედრა ASB-ის წარმომადგენელთან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხიასთან ერთად ASB საქართველოს პროექტების კოორდინატორ გიორგი არსენიძესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2 სოციალური პროექტის განხორციელებას, რომლებიც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტები ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა დაფინანსებული და მიზნად მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის დევნილი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, შშმ პირების) ეკონომიკურ გაძლიერებას, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას და არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს.
29.08.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019