რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საშემოდგომო სესიის პირველი საკომიტეტო მოსმენა ბათუმში გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საშემოდგომო სესიის პირველი საკომიტეტო მოსმენა აჭარაში, ქალაქ ბათუმში გამართა. კომიტეტის გასვლითი სხდომის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მიესალმა, რომელმაც სხდომების გასვლითი ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ კი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ და საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებზე, გამოწვევებსა და კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხებზე ინფორმაცია წარმოადგინა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება, როგორც უფლებრივ ასევე, ფინანსურ და ქონებრივ ნაწილში, დეცენტრალიზაცია და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება შეუქცევადი პროცესია და ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღეა. რაც შეეხება მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას-მთის კანონის მოქმედებას, უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი მნიშვნელოვანი საშეღავათო ნორმის ამოქმედება გვაძლევს იმის წინა პირობას, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ მთიდან მოსახლეობის მიგრაციის პროცესი და მოვახდინოთ იქ მცხოვრები ადგილობრივების სტიმულირება. ეს არის ერთადერთი სწორი გზა მაღალმთიანი რეგიონების გამოსაცოცხლებლად და განსავითარებლად”
, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ
07.09.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9275
Up 0.0050
RUB
100
RUB
4.3846
Up 0.0137
EUR
1
EUR
3.2445
Up 0.0011
TRY
1
TRY
0.5120
Down 0.0109
განახლების დრო 21-08-2019