17 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიებას, სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეების გარდა, მშობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბავშვებმა რამდენიმე მუსკალურ და ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს და პირველკლასელებს სკოლის ეზოში თბილი გარემო შეუქმნეს. პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მიესალმნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ბულიამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ. მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მისასალმებელ სიტყვაში მე-2 საჯარო სკოლის მიღწევებსა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, დღეს ვიყო თქვენთან ერთად და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან კარგი და სასიამოვნო განწყობაა. მე მინდა მივულოცო მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს დღევანდელი დღე და ვუსურვო ბევრი წარმატება. ძალიან გამიხარდა, რომ მე-2 სკოლა იყო წარმატების ავანგარდში წინა სასწავლო წელს, რამაც ხელი შეუწყო, იმ ფაქტს, რომ ბევრმა ახალგაზრდამ წარმატებით დაამთავრა და ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სკოლა მომავალშიც იქნება ამ ტრადიციების გამგრძელებელი. მე მიხარია, რომ ვარ ამ სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ალექსანდრეს იმისთვის, რომ რეგიონის მართლაც მრავალი სკოლიდან მან შეარჩიეთ მე-2 საჯარო სკოლა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ, ბავშვებო, ჩვენი ქვეყნის მომავლის ღირსეული გამგრძელებლები იქნებით. გისურვებთ კარგ სწავლას, რადგან განათლებაშია ჩვენი მომავლის განვითარების საწინდარი. წარმატებები და გამარჯვებები ყველას!“ -აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.















17.09.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019