ზსსუ-მ ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო!

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა მიულოცეს. ღონისძიებაზე მისასალმებელ სიტყვაში, უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ გასული სასწავლო წელი შეაჯამა და პირველკურსელებს წარმატებული სტუდენტობა უსურვა. ქალატონმა თეონამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტმა დაარსების დღიდან დღემდე უამრავ წარმატებას მიაღწია, როგორც ქვეყნის შიგნით, მის ფარგლებს გარეთაც, რასაც მოწმობს სტუდენტების აქტიური ჩართულობა გაცვლით პროგრამებში.

მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ განათლებაში არის ყველაფრის გასაღები და სტუდენტებს აქტიურობისკენ მოუწოდა:"ყოველთვის ძალიან მიხარია ამ სასწავლებელში მოსვლა, განსაკუთრებით კი მიხარია ის, რომ იწყებთ ახალ სასწავლო წელს. მისალოცი და კარგი სიახლეა ის, რომ დღეიდან თითოეული სტუდენტი და პედაგოგი უფასოდ ისარგებლებს მუნიციპალური ტრანსპორტით, მადლობა ამისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ უდიდესი საქმის განხორციელებაში. სტუდენტებო, მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გაქვთ ჩვენგან. სამხარეო ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, მაჟორიტარი დეპუტატი-ჩვენ საკმაოდ დიდი ძალა ვართ ერთობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალისხმევას არ მოვაკლებთ ამ უნივერსიტეტს, რომელიც არის არაჩვეულებრივი განათლების კერა", - მერაბ ქვარაია.
24.09.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6682
Down 0.0000
RUB
100
RUB
3.9852
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.0324
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4992
Down 0.0000
განახლების დრო 10-12-2018