შეხვედრა ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით" საჯარო კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში წარსადგენ პროექტებზე იმსჯელეს. საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა და არასამთავრობო სექტორმა მიიღეს.

ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონონათვალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და პოლონელი ექსპერტების თანამშრომლობით, საჭიროებათა შეფასებების, ევროკავშირის სტანდარტების და საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონულოი განვითარების პროგრამებზე დაყრდნობით შემუშავდა. ევროკავშირის მიერ შედგენილი კრიტერიუმების შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე განსახორციელებელი პროექტის პორტფოლიო მომზადდა. პორთფოლიოს მომზადებასა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მერიის, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. პროექტში ასევე ჩართული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია. პროექტის ფარგლებში ქართული მხარის წარმომადგენლებმა შეხვედრები პოლონეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ევროკავშირის სატრანსპორტო ცენტრისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართეს.

მუნიციპალიტეტის მერია პროექტების შერჩევის შემდეგ, გამოცდილი ექსპერტების დახმარებით შეიმუშავებს დეტალურ პროექტს და ევროკავშირს წარუდგენს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი "ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით" ხორციელდება პოლონეთის ინვესტიციების და ეკონიმიკის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის.
27.09.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6682
Down 0.0000
RUB
100
RUB
3.9852
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.0324
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4992
Down 0.0000
განახლების დრო 10-12-2018