ანაკლიის თასი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ გაიმართა. დღეს საფუძველი ჩაეყარა საცხენოსნო დოღს ანაკლიის თასზე, რომელიც ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს. დოღში მონაწილეობა საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა, ასევე მეზობელი რესპუბლიკების - აზერბაიჯანისა და სომხეთის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს.  საცხენოსნო დოღს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა ესწრებოდნენ. შეკრებილებს სიტყვით ,,ანაკილისს განვითარების კონსორციუმის“ დამფუძვნებელმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა. სწორედ კონსორციუმმა დააფუძნა საცხენოსნო დოღი ,,ანაკლიის თასი“. საცხენოსნო დოღში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
29.09.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6498
Up 0.0094
RUB
100
RUB
4.0023
Up 0.0125
EUR
1
EUR
2.9977
Up 0.0069
TRY
1
TRY
0.4988
Up 0.0004
განახლების დრო 20-02-2019