ზუგდიდს შვედეთისა და სერბეთის დელეგაცია სტუმრობდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო პროექტის „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობა“ მონაწილეების ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მ.შ. მაიზერ ნანავა, საქართველოსა და სერბეთის სხვადასხვა ქალაქისა და არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ ისაუბრა სოციალურად დაუცველთა კვების უზრუნველყოფის, ომის ვეტერანთა დახმარების, მარტოხელა ხანდაზმულთა შინ მოვლის, მარტოხელა მშობლების ბინის ქირით უზრუნველყოფისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესახებ.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, აღნიშნულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ზუგდიდი არის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი სოციალური პროექტების განხორციელების კუთხით: "ზუგდიდი მრავალი მიზეზის გამო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი. იგი ერთგვარი ჰაბია მთას, ზღვასა და აფხაზეთს შორის. აგრეთვე არის მნიშვნელოვანი ისტორიული ცენტრი. ზუგდიდს მუდმივად აქვს ამბიცია, იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალაქი, მათ შორის სოციალურ პროექტებში. დარწმუნებული ვარ ეს ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი. გისურვებთ წარმატებულ მუშაობას“.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (CIDA) მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც „ადგილობრივი დემოკრატიის შვედეთის საერთაშორისო ცენტრი“ (ICLD)ახორციელებს, 18 თვიანია და მოიცავს სასწავლო ვიზიტების სამ ფაზას. პროექტის მონაწილეები სასწავლო ვიზიტით უკვე იმყოფებოდნენ შვედეთისა და სერბეთის სხვადასხვა ქალაქში, სადაც პრაქტიკული მაგალითებით გაიზიარეს თვითმმართველობის პროცესში უფლებრივი საკითხების გათვალისწინებისა და განხორციელების სტრატეგიები და მექანიზმები.
09.10.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9446
Down 0.0020
RUB
100
RUB
4.6194
Down 0.0024
EUR
1
EUR
3.2606
Down 0.0084
TRY
1
TRY
0.5077
Down 0.0036
განახლების დრო 10-12-2019