საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდა.

1- 4 ოქტომბერს დიმიტრი მხეიძის, ლევან ბეჟანიძისა და მერაბ ქვარაიას შემადგენლობით, საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ხანდაზმულთა მოვლის კომიტეტის თავმჯდომარესთან მალგოჟეტა ზვიერჩანთან, სოციალური და ოჯახის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან ბოჟენა ბორის-შოასთან, პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილესთან ბარტოშ მარცუკთან, სოციალური პოლიტიკისა და სოციალური დაზღვევისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

შეხვედრა შედგა ასევე, პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში, დედათა და ბავშვთა დეპარტამენტის დირექტორთან ანნა ვიდარსკასთან და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაცნობა შემდეგი მიმართულებებით: ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა და შესაბამისი სტრატეგიული ორიენტირები, შობადობის ზრდისა და მრავალშვილიანობის სტიმულირების მექანიზმები, ოჯახის დაგეგმვის სრულყოფისკენ მიმართული ღონისძიებები და ხანდაზმულთა პოლიტიკის პრინციპები და მათი სოციალური დაცვის მექანიზმები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკასა და მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებზე, დადებით მხარეებსა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე მათი დაძლევის შესაძლებლობებზე.

“დღეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი საზრუნავია სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და სწორი სოციალური პოლიტიკის გატარება. ჩვენი მიზანია, რომ თითოეული მოქალაქის ცხოვრება უკეთესობისკენ წარიმართოს. ამ თვალსაზრისით პოლონეთის და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების გამოცდილება ძალინ ძვირფასი და საინტერესოა”, - მერაბ ქვარაია ვიზიტის მნიშვნელობაზე.

ვიზიტი განხორციელდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის ორგანიზებითა და მხარდაჭერით.
11.10.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6682
Down 0.0000
RUB
100
RUB
3.9852
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.0324
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4992
Down 0.0000
განახლების დრო 10-12-2018