სამუშაო შეხვედრა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელებთან

9-10 ოქტომბერს, საირმეში პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს უფროსებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის ფართომასშტაბიანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველად ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს ხელმძღვანელმა ირაკლი ბაღათურიამ.

დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ხელმძღვანელებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გახსნა. იგი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროსა და მათ თანამშრომლებთან კოორდინაცია და აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ისინი რეგიონებში საქართველოს პარლამენტს წარმოადგენენ. ორდღიანი ღონისძიების მიზანია უშუალო კომუნიკაციის დამყარება, აქტიური თანამშრომლობის დაწყება და იმ საჭიროებების განსაზღვრა, რომლითაც პარლამენტის აპარატი ხელს შეუწყობს ბიუროების საქმიანობას მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში. ამასთანავე, შეხვედრების ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს წარმომადგენლებს პარლამენტში მიმდინარე რეფორმების და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციას გავაცნობთ და იმ ახალ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ, კონტროლისა და ზედამხედველობის კუთხით, პარლამენტის გაზრდილ ფუნქციებს შეეხება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საირმეში მიმდინარე ორდღიან სამუშაო შეხვედრას პარლამენტის აპარატის უფროსთან ერთად, მისი ორი მოადგილე, დეპარტამენტების და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა პარლამენტის აპარატის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
12.10.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6682
Down 0.0000
RUB
100
RUB
3.9852
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.0324
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4992
Down 0.0000
განახლების დრო 10-12-2018