ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია , ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო
ფაცაცია ბერანძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს
საკუთარი პრობლემები გააცნო. ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ
ქვარაიამ დევნილების საცხოვრებელი ბინები დაათვალიერა და მათ
პრობლემებს დეტალურად გაეცნო. პარლამენტის წევრმა არსებული
პრობლემების ნაწილი ადგილზევე მოაგვარა, ხოლო ნაწილის უახლოეს
მომავალში მოგვარების რეალური გეგმები დაისახა.
მერაბ ქვარაიამ დევნილების საცხოვრებელი ბინები დაათვალიერა და პრობლემებს დეტალურად გაეცნო
14.10.2018