პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები
აქტიურად გრძელდება.
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ საარჩევნო კამპანიის
მონაწილეებთან ერთად, ჩილაჩავს ქუჩაზე მცხოვრებლებს პრეზიდენტობის
დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნო, სააგიტაციო
მასალა დაურიგა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის
საარჩევნო კამპანიაში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან
ჩართული. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებთან 100-ზე
მეტი, ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრები
გაიმართება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება
15.10.2018