ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 10 წლის განმავლობაში მათი მუშაობა შეაჯამა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში მუშაობა 10 წლის წინ დაიწყო. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ზუგდიდის საველე ოფისმა ტექნოპარკში საინფორმაციო შეხვედრა გამართა და 10 წლის განმავლობაში მათი მუშაობა შეაჯამა.

შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ხელმძღვანელმა ჰაკან რაპმა. სადამკვირვებლო მისიის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და პრეზენტაცია ჩაატარა ევროპის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა ჰენრი უოტენმა.

შეხვედრას მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის და არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შაუმავლობით ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მიზნად ისახავს კონფლიქტის განახლების თავიდან აცილებას. მისიის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო სამი რეგიონალური ოფისი - ზუგდიდში, გორსა და მცხეთაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიიღო გადაწყვეტილება მისიის მანდატის შემდგომი ორი წლით - 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ.
17.10.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6498
Up 0.0094
RUB
100
RUB
4.0023
Up 0.0125
EUR
1
EUR
2.9977
Up 0.0069
TRY
1
TRY
0.4988
Up 0.0004
განახლების დრო 20-02-2019