მერაბ ქვარაია აბასთუმანსა და ხეცერაში

მერაბ ქვარაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აბასთუმნისა და ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის პრობლემებს ადგილზევე გაეცნენ და მათი მოგვარების მექანიზმებზე იმსჯელეს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მეწყერის მიერ მიყენებული ზიანი და საფრთხეები დასახელდა, ხოლო ხეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში - გზის საფარის დაგება, მიტოვებული სკოლის აღდგენა და სტადიონის მოწყობის პრობლემები გამოიკვეთა.

დღის პირველ ნახევარში კი საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხობში მხარდამჭერებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრას მერაბ ქვარაიასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
18.10.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
3.1865
Down 0.0036
RUB
100
RUB
4.4949
Down 0.0044
EUR
1
EUR
3.5071
Down 0.0078
TRY
1
TRY
0.4681
Down 0.0032
განახლების დრო 29-05-2020