მსჯელობა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევაბსა და შესაძლებლობებზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ხელშეწყობით ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ და პარტნიორმა ორგანიზაციამ „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ (RCDA) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ჩაატარეს რეგიონალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია , ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ფერმერები, კერძო სექტორისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევაბსა და შესაძლებლობებზე.

აღნიშნულ შეხვედრაზე ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს როლზე საქართველოში აგრარული მიმართულებების განვითარებისა და ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის საქმეში: „მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომლის ირგვლივაც შევიკრიბეთ და მადლობას იმსახურებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან მხარდამჭერნი დღევანდელი ღონისძიებისა, რადგანაც საკითხი არის მართლაც აქტუალური და საინტერესო. მოგეხსენებათ, უკანასკნელი წლების მანილზე ხორციელდება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან: „აწარმო საქართველოში“, „ესტუმრე საქართველოს“ და სხვა პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და აგრარული მიმართულების გაძლიერებისათვის ქვეყანაში. ამდენად, მე ვთვლი, რომ დღეს არის სწორედ ის ეტაპი, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავიტანოთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქცია და როგორ მოვიკიდოთ ფეხი ევროპის ბაზარზე. ამ კუთხით ქვეყანას აქვს გარკვეული წარმატებები, თუმცა ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ამის ცოცხალი მაგალითი იყო რამდენიმე დღის წინ, როცა ბატონი ალექსანდრე და ჩვენ ვსტუმრობდით ერთ-ერთ სოფელს, სადაც რეალურად ვნახეთ, რომ არის ფერმერი, რომელსაც აქვს პროდუქცია, კერძოდ თაფლის ნაწარმი და სურვილი აქვს, რომ გავიდეს უცხოურ ბაზარზე. ასეთ კონკრეტულ, ინდივიდუალურ თუ სისტემურ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ხელი შევუწყოთ ამ ფერმერებს, ვაჩვენოთ გზა, მიმართულება, სტანდარტები და ის შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა მოხვდნენ ისინი ამ ბაზარზე. ბუნებრივია, დღევანდელი შეხვედრა ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, რომ იგი იქნება პროდუქტიული თითოეული მეწარმისთვის, რომელიც ელოდება ასეთ მხარდაჭერას“.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, ხელი შეეწყო დიალოგითვის ფერმერების, ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შორის და ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში.
19.10.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6682
Down 0.0000
RUB
100
RUB
3.9852
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.0324
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4992
Down 0.0000
განახლების დრო 10-12-2018