სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენა




ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენა სხვადასხვა თემატური ჯგუფებისთვის ცალ-ცალკე მოხდება.
პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტის გაცნობა ამჯერად საბავშვო ბაღების აღმზრდებელბისთვის მოხდა. სალომე ზურაბიშვილის პრიორიტეტებსა და კანდიდიატის უპირატესობის შესახებ შეკრებილებს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მიმართა.

“ჩვენ ვცხოვრობთ სხვა ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ქვეყანაში, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი თავისუფლად გამოხატავს თავის შეხედულებასა და სიმპათიას ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიმართ. ბიზნესმა ყველაზე მეტად განიცადა იმ წლების სიმძიმე, რომელიც იგრძნობოდა წინ ხელისუფლების მხრიდან. მე არ ვამბობ, რომ იდეალური ხელისუფლება ვართ, რადგან იდეალური ხელისუფლება სამყაროში არ არსებობს. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ხელისუფლებამ განახორციელა საუკუნის პროექტები, რომლებიც უპრეცენდენტო იყო. “აწარმოე საქართველოში", "დანერგე საქართველოში", "ესტუმრე საქართველოს" და სხვა მრავალი პროექტით ისარგებლა უამრავმა ქართველმა და კიდევ ბევრი ისარგებლებს მომავალშიც. ჩვენმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად გამოაცხადა ბიზნესის მხარდაჭერა და თავისუფლება. მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და ამ კუთხით მუდმივად იდგმება ახალი ნაბიჯები. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ერთ-ერთი ტელევიზია გუშინდელ აქციაზე შეკრებილ 500 მდე კაცს წარმოაჩენდა, თითქოს იყო 5000. ტელევიზიით ვისმენდი სხვას, ხოლო დადიანების სასახლის წინ ვნახე სულ სხვა სურათი. ეს ტელევიზია ატრიალებს ცრუ ინფორმაციას და პარადოქსია, რომ უნდა ვამტკიცოთ, ქართველობას შეწირული წინაპრების შთამომავალი და ოჯახის შვილი კარგი ქართველია. ინტერნეტისა და უამრავი შესაძლებლობების ეპოქაში საქართველოდან წასულ ადამიანებს ავიწყდებათ მშობლიური ენა და უჭირთ წერა-კითხვა. ამის ფონზე ემიგრაციაში წასული ოჯახის მე-3 თაობის წარმომადგენელმა სიყვარულისა და მონდომების ფასად შეინარჩუნა ქართული ენა და ახლა კი მას ქართულს უწუნებენ. ეს პოლიტიკური ძალა გრძნობს, რომ ეს არის მათი ბოლო გაბრძოლება, ამოტომაც ყველანაირი მეთოდით ცდილობენ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია,” - მერაბ ქვარაია.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ჩართულნი. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებთან 100-ზე მეტი, ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება.
20.10.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6682
Down 0.0000
RUB
100
RUB
3.9852
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.0324
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4992
Down 0.0000
განახლების დრო 10-12-2018