პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები
აქტიურად გრძელდება.
ამჟამად საარჩევნო კამპანიის მონაწილეები კოლხეთის უბანში, თამარ
მეფისა და ბუკიას ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების
მაცხოვრებლებს შეხვდნენ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის
სამომავლო გეგმები გააცნეს, სააგიტაციო მასალა დაურიგეს და მათ
შეკითხვებს უპასუხეს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის
საარჩევნო კამპანიაში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან
ჩართული. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებთან 100-ზე
მეტი, ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრები
გაიმართება.
მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება
24.10.2018