„მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ სამუშაო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ მეორე საკომიტეტო მოკვლევასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საკომიტეტო მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი არის პირველი საპილოტე კომიტეტი, რომელმაც მიმდინარე წელს დანერგა საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკა. მოკვლევის მიზანია საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, მყარი ნარჩენების მართვა არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პრიორიტეტულად დგას დღის წესრიგში: „ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა და ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფში იქნება შედეგიანი და აისახება ჩვენი რეგიონების პოლიტიკაზე“.

საკომიტეტო მოკვლევის პროექტი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
30.10.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9232
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.4227
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2395
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5265
Down 0.0000
განახლების დრო 18-08-2019