“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ადამიანები ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ შავ ლაქას, რომელიც ამ ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული

ასე გამოეხმაურა ქვარაია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ლელა ქებურიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დღეს, “ევროპული საქართველო” ერთ-ერთმა წევრმა იმიტომ დატოვა, რომ მასზე ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა. „ყოველთვის ვაცხადებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი და იგივე ორგანიზაციიაა. ამდენად ის ფაქტი, რომ ადამიანები „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებენ რაიმე გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. ადამიანები ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ შავ ლაქას, რომელიც ამ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული. სხვა მხრივ ეს ჩვენი ხელწერა არ არის. მოგეხსენებათ, ეს არის მათი ხელწერა, თუ რატომ ტოვებენ ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობას“ , ეს მათ საკუთარ გადაწყვეტილებებში და მათ პარტიაში უნდა მოიკითხონ,”-განაცხადა ქვარაიამ.
10.11.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6599
Down 0.0012
RUB
100
RUB
4.0200
Up 0.0204
EUR
1
EUR
3.0211
Down 0.0022
TRY
1
TRY
0.5003
Up 0.0037
განახლების დრო 24-01-2019