დავით სერგეენკო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა, რუხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუხში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, კლინიკა, როგორც რუხის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, ასევე სხვა რეგიონიდან და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება. მინისტრმა, ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სხვა სერვისების პარალელურად, გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. ეს არის უპრეცენდეტო პროგრამა საქართელოს მასშტაბით და მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა კარგად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“-აღნიშნა მინისტრმა შეხვედრაზე. დავით სერგეენკომ, ასევე ისაუბრა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე. მისი თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების არეალი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და მოსახლეობა შეღავათიან ფასად მიიღებს მედიკამენტებს. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები კობა ქანთარია, ნინო ვიბლიანი,ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე გიორგი შენგელია ესწრებოდნენ. დღესვე, მინისტრი კლინიკა "ევექსში" იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები გაიმართა.
10.11.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6599
Down 0.0012
RUB
100
RUB
4.0200
Up 0.0204
EUR
1
EUR
3.0211
Down 0.0022
TRY
1
TRY
0.5003
Up 0.0037
განახლების დრო 24-01-2019