სოციალური საწარმოების B2B გამოფენა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, დღეს, გაიმართა სოციალური საწარმოების რიგით მე-2 B2B გამოფენა. ღონისძიება მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას, ცნების პოპულარიზაციასა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში. აღნიშნულ გამოფენაზე ორმოცამდე სოციალურმა საწარმომ თავისი პროდუქცია და მომსახურება ერთ სივრცეში წარმოადგინა:უსაფრთხო სათამაშოები ტრადიციული ხელნაკეთი დეკორატიული და გამოყენებითი ნივთები, მისალოცი ბარათები, საბავშვო ავეჯი, სათამაშო მოედნები, ხელით დაწნული კალათები და ა.შ. "სოციალური მეწარმეობის შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, სოციალური საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სოციალური თანასწორობის ხელშესაწყობად, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისთვის, აგრეთვე სოციალური მიზნების მისაღწევად განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში; ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მისი შემოსავლების დიდ ნაწილს სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები შეადგენს; მოგების არანაკლებ 70%-ის რეინვესტირებას სოციალური მიზნების მიღწევისათვის წარმოებულ საქმიანობაში ახორციელებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოში სოციალური მეწარმეობის მიზნის მქონე 90 ორგანიზაციაა დაფუძნებული, რომელთაგან 70 არის აქტიური და ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს. სოციალურ საწარმოებში დასაქმებულთა რიცხოვნობამ 500 გადააჭარბა და დასაქმებულთაგან ყოველი მე-5 არის მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი (დევნილი, შშმ პირი და სხვა).   ცნობისთვის: კანონპროექტის ავტორები არიან მერაბ ქვარაია, პაატა მხეიძე, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი მოსიძე, გიორგი კოპაძე, დიმიტრი მხეიძე და ცოტნე ზურაბიანი. პროექტის ავტორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და ლევან ალაფიშვილი.
15.11.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58
(+995) 571 22 40 22

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.6682
Down 0.0000
RUB
100
RUB
3.9852
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.0324
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.4992
Down 0.0000
განახლების დრო 10-12-2018