სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.

დღეს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მდებარე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ თხილის გადამამუშავებელ ქარხანას - „ჯეო ნათსი“ ესტუმრნენ, დაათვალიერეს საწარმოო დანადგარები და მუშაობის პროცესს დაესწრნენ. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საწარმოში იმყოფებოდნენ ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი შენგელია. შპს „ჯეო ნათსი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 1,558,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600000 ლარი გრანტია, ხოლო 779000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში წელიწადში 7 000-10 000 ტონაზე მეტი თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) წარმოებაა შესაძლებელი. „ჯეო ნათსის“ ნაწარმი მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გადამამუშავებელ საწარმოში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. 2018 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგა. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან დღემდე სახელმწიფოს დახმარებით „ერთიანი აგროპროექტის „ ფარგლებში 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

18.11.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9232
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.4227
Down 0.0000
EUR
1
EUR
3.2395
Down 0.0000
TRY
1
TRY
0.5265
Down 0.0000
განახლების დრო 18-08-2019