პილოტური პროექტის შედეგების განხილვა.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პილოტური პროექტის „ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის“ შედეგების განხილვა გაიმართა.

კონფერენციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია,ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარმატებული ექიმები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. პროექტის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის გაზრდა C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში. პროექტის პრაქტიკული განხორციელება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან დაიწყო. გლობალური ფონდის მხარდაჭერით შემუშავდა „პირველადი ჯანდაცვის დონეზე C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის პროტოკოლი“, გადამზადდა 440 ოჯახის ექიმი და ექთანი, ასევე ადგილებზე ხარისხის მართვის ჯგუფები. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით „C ჰეპატიტის მართვის“ და „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მათი უზრუნველყოფა სკრინინგისათვის აუცილებელი ტესტებითა და სახარჯი მასალებით, ანგარიშგების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა ხარისხის კონტროლი და ტექნიკური მხარდაჭერა, ოჯახის ექიმების მიერ რეფერირებული სკრინინგით დადებითი ბენეფიცირებისაგან საკვლევი მასალის აღება და კონფირმაცია. ადგილობრივი თვითმმართველობები თავის მხრივ უზრუნველყოფენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და პროგრამის ადმინისტრირებაში ჩართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების დაფინანსებას ყოველ ტესტირებულ პირზე 1.75 ლარის ოდენობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული ფინანსური რესურსებით. პროექტის მიმდინარეობის 7 თვის მონაცემებით (1 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე), როგორც სკრინინგით მოცვის, ასევე კონფირმაციისთვის მიმართვის მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამივე დაავადების სკრინინგით მოცვა, ხელი შეუწყო პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას და რეფერალის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ აისახა შემდგომი კვლევისთვის მიმართვის მაჩვენებელზე და დაავადებათა გამოვლენაზე.

19.11.2018

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9466
Down 0.0107
RUB
100
RUB
4.6218
Down 0.0115
EUR
1
EUR
3.2690
Down 0.0106
TRY
1
TRY
0.5113
Down 0.0016
განახლების დრო 07-12-2019